პროექტი


პოეზიის საღამო-ანაკალანდაძის შემოქმედება


   პროექტის იდეა: საკუთარ თავს დავუსვი კითხვა - რა უნდა გავაკეთო ისეთი აქტივობა, რომელიც მოსწავლეებში გამოიწვევს მოტივაციის ზრდას და მე კი  მივაღწევ დასახულ მიზანს?! ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ  ელ. წიგნის ილუსტრირება. გამოუმუშავდეთ პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.

  გადავწყვიტე ამ პროცესში ჩავრთო ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლები, რადგან თანამშრომლობითი ურთიერთობა პოზიტიურ სასწავლო გარემოს შექმნის წინაპირობაა. ერთი ძველი იაპონური ანდაზის თანახმად :,,არც ერთი ჩვენგანი არ არის ისეთი გონიერი, როგორც ჩვენ ყველანი ერთად“.

   აქტუალობა: დღეს ილუსტრაციის ხელოვნება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით - საქართველოში. აქედან გამომდინარე გადავწყვითეთ პატარა წვლილი შეგვეტანა ილუსტრაციის ხელოვნების განვითარებაში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ  ელ. წიგნის ილუსტრირება, გამოუმუშავდეთ პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.

სამიზნე ჯგუფი -IV კლასი.

ინტეგრირება: ხელოვნება, მუსიკა, ქართული

პროექტის სარგებელი სხვებისთვის: 

·         ბიბლიოთეკას შევძენთ ერთ ილუსტრირებულ წიგნს. მოგეხსენებათ რომ ნახატი ბავშვებისთვის ამბის აღქმის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

·         ღონისძიების სცენარის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ კლასში- ხელოვნების, მუსიკის და ქართულის საგნებში.

·         სკოლის საზოგადოება უკეთ გაეცნობა პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის შემოქმედებას.

განხორციელების დრო-2 თვე

პროექტის სრული აღწერა:

·         პროექტის თემის გაცნობა/დაგეგმვა (ტექნოლოგიების მასწავლებელი)

·         ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში (ტექნოლოგიების მასწავლებელი)

·         ტექსტის დაბეჭდვა (ტექნოლოგიების მასწავლებელი)

·         ტექსტის ილუსტრირება (ტექნოლოგიების მასწავლებელი)

·         ანა კალანდაძის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერის დამუშავება (მუსიკის მასწავლებელი)

·         ღონისძიების დაგეგმა და როლების მორგება სცენარის შესაბამისად (ხელოვნების მასწავლებელი)

·         ღონისძიების გაფორმება (ხელოვნების მასწავლებელი)

·         პრეზენტაცია (ტექნოლოგიების, ხელოვნების, მუსიკის მასწავლებლები)

სტანდარტი:

  კომპიუტერული ტექნოლოგიები

კომპ.ტექ.დაწყ.6. ციფრული ინფორმაციის  მოგროვება, დახარისხება. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (ტექსტური რედაქტორი, ცხრილებთან სამუშაო პროგრამა, პრეზენტაციის შესაქმნელი პროგრამა, გრაფიკული რედაქტორი და სხვა) ციფრული ინფორმაციის დამუშავება.

   სახვითი ხელოვნების ტექნიკა

ს.გ.დაწყ.(I).2. სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად

პროდუქტი: ელექტრონული წიგნი  ,,ბადრი მთვარე“










-----------------------------------------------------------------------------------------------------------------


პროექტი- ,,ისტ“-ის ლოტო, ,,ყველაზე აქტიური“
პრობლემის აქტუალობა: მოსწავლეები მხოლოდ პრაქტიკული დავალების შესრულებით შემოიფარგლებიან. უჭირთ ისტ-ის ტერმინოლოგიებით მეტყველება, თეორიული საკითხების მიმართ დაბალი მოტივაცია აქვთ.  აქედან გამომდინარე  გადავწყვიტე ჩამეტარებინა შეჯიბრებები, რათა მათში გამომეწვია დაინტერესება და მოტივაცია.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება
განხორციელების გზები:
1.      პროექტის გაცნობა - მოსწავლეებს გავაცანი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, მიზანი, შევათანხმე აქტივობებისთვის გაკუთვნილი დრო. გავაცანი  საკითხები, რომელიც უნდა წაეკითხათ. ავუხსენი, რომ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებოდნენ სერტიფიკატებითა და საჩუქრებით.
2.      მოსწავლეები ეცნობიან საკითხებს - მოსწავლეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოიძიეს ინფორმაცია საკითხების შესახებ. შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვაანალიზებთ მოძიებული ინფორმაციის სისწორეს.
3.      სერტიფიკატების შემუშავება - მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით შევიმუშავე გამარჯვებული მოსწავლეებისათვის სერტიფიკატები.
4.      საჩუქრების შერჩევა - მოსწავლეთა მოტივაციის, წახალისების მიზნით შევარჩიე საჩუქრად წიგნები.
5.      შეჯიბრი ,,ისტ-ის ლოტო“  -  ლოტო მოიცავს დაფას, კითხვებისა და პასუხების ბარათებს. თამაშის პროცესი მიმდინარეობს 6 რაუნდად. თამასში ჩართულია ორი ჯგუფი.
   (თამაშის ინსტრუაქცია: დავურიგე ჯგუფებს ისტ-ის ლოტოს დაფა, ერთი შეკითხვების ბართი, რომელზედაც მოცემულია 5 შეკითხვა და ყველა პასუხების ბარათები. თამაშს ის ჯგუფი წყვეტს, ვინც ადრე დაამთავრებს თამაშს. ვაფასებ პირველი რაუნდს, შემყავს სპეციალურ ფორმაში სწორი, არასწორი და გამოუყენებელი ბარათების მონაცემები, შემდეგ ისტ-ის დაფიდან ვიღებ გამოყენებულ პასუხების ბარათებს. იგივე პრინციპით ხდება სხვა დანარჩენი რაუნდების მსვლელობა).
6.      გამარჯვებული გუნდისთვის წევრებისათვის სერტიფიკატის გადაცემა - გამარჯვებულ გუნდს გადავეცი სერტიფიკატები.
7.    შეჯიბრი ,,ყველაზე აქტიური“ - თამაში შედგებოდა 20 შეკითხვისგან.  შეკითხვისთვის გაკუთვნილი დრო, 1წუთი, განისაზღვრა მოსწავლეების მხრიდან.
8.      გამარჯვებული მოსწავლეებისათვის საჩუქრის გადაცემა- პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ადგილის მფლობელებს გადავეცი საჩუქრად წიგნი.
მონაწილე მოსწავლეები: მე-6 კლასის მოსწავლეები
დრო: 3 კვირა

პროექტის ხელმძღვანელი: თათია ლატარია


ისტ-ის ლოტო

შეკითხვების ბარათი










პასუხების ბარათი


ისტ-ის დაფა














პროექტ-გაკვეთილი: ბუკლეტი - ,,არა თამბაქოს“, ,,არა ნარკომანიას“,  ,,არა ალკოჰოლს“.
პროექტის აქტუალობა: სასწავლო პროცესის დაკვირვებისას შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს   არ ჰქონდათ უნარი, რომ  მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ სხვა სიტუაციაში. 
მიზანი:
 მოსწავლეებმა შეეძლონ ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება. ბუკლეტის შესაქმნელად შეერჩიონ შესაბამისი ციფრული ტექნოლოგია. გამოუმუშავდეთ კრიტიკული, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი  და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
   კავშირი ესგ: მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
Ø  აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø  აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი,) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას .
Ø  მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;

ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
Ø  მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
მსვლელობა:
   დაგეგმვა
    განმარტება - გავაცანი მოსწავლეებს პროექტის თემა. ავუხსენი რამდენ ეტაპს მოიცავს პროექტი: დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება. მოსწავლეები დავყავი 3 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით და განვუმარტე დავალება - თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს საპროექტო განაცხადი - გამოიკვლიონ სხვადასხვა მავნე ფაქტორების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და შექმნან სააგიტაციო მასალები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მოწოდებით. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია სხვადასხვა საკითხი:
ალკოჰოლის გავნენა ჯანმრთელობაზე
თამბაქოს გავლენა ჯანმრთელობაზე;
ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენა ჯანმრთელობაზე.

პროექტის განაცხადის ელემენტების და პროექტის შეფასების რუბრიკის გაცნობა
   დაფაზე ჩამოვწერე საპროექტო განაცხადის ძირითადი კომპონენტები. განვიხილეთ თითოეული პუნქტი. დავურიგე ჯგუფის პროექტის შეფასების რუბრიკა.

ჯგუფის მუშაობა საპროექტო განაცხადზე
დავურიგე ფორმატის ქაღალდი ჯგუფებს და ვსთხოვე დაეწყოთ მუშაობა საპროექტო განაცხადზე. ვაკვირდებოდი ჯგუფების მუშაობას. საჭიროებისამებრ ვუწევდი დახმარებას.
შეჯამება
  ჯგუფებმა გააკეთეს საპროექტო განაცხადის პრეზენტაცია.
განხორციელება
1.       ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია -  რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკის, თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარებამ (სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და .. თვალსაზრისით);
2.       ინტერვიუ ბიოლოგიის მასწავლებელთან -  რა არის ნარკოტიკი, თამბაქო, ალკოჰოლი; რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედებამ ადამიანში (სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და .. თვალსაზრისით);
3.       სააგიტაციო მასალების მომზადება -  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ.
პროექტის შედეგების პრეზენტაცია
1.       ბუკლეტის  პრეზენტაცია-გავრცელება  სკოლაში.
2.       შეჯამება- მოსწავლის მიერ პროექტის შეფასება

განხორციელების დრო: 2 კვირა
კლასი: მე-6 კლასი
     მოსალოდენი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები -,,არა თამბაქოს“, ,,არა ნარკომანიას“,  ,,არა ალკოჰოლს“.
პროექტის ხელმძღვანელი: თათია ლატარია

პროეტის შეფასება

კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
სუსტი
პრობლემა. რამდენად აქტუალურია



მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი , ნათელი და გაზომვადია



ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს



განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას,რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.



შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს



რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული



დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი(თანმიმდევრობა), ლაკონური და მარტივი ენა





მოსწავლის მიერ პროექტის შეფასება
1.    რა ისწავლე პროექტზე მუშაობისას?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.      პროექტზე მუშაობისას იგრძნობოდა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
3.      მასწავლებლის ინსტრუქცია იყო თუ არა კონკრეტული, ნათელი და გასაგები?
ა) იყო გასაგები               ბ) მეტნაკლებლად გასაგები           გ) სრულიად გაურკვეველი
4.      მასწავლებელმა მიგითითა თუ არა სად მოიძიო ინფორმაცია დასახული მიზნის მისაღწევად?
ა) დიახ                 ბ) ნაწილობრივ                 გ) არა
5.      გეხმარებოდა თუ არა მასწავლებელი, როცა დახმარებას ითხოვდი?
  ა) დიახ                 ბ) ნაწილობრივ                 გ) არა
6.      გქონდა თუ არა იდეის თავისუფლად გამოხატვის უფლება პროექტზე მუშაობისას?
  ა) დიახ                 ბ) ნაწილობრივ                 გ) არა
7.      პროექტის შედეგებით კმაყოფილი ხარ თუ არა?
  ა) დიახ                 ბ) ნაწილობრივ                 გ) არა
8.      რას შეცვლიდით ან გააკრიტიკებდით პროექტში?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------















3 comments:

  1. საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია.წარმატებები!

    ReplyDelete