ისტ-ის რვეული
ლინკი https://docs.google.com/document/d/e/2PACX-1vSVoKlkk-BtPZoE1iaSp1OrZTKzhlhKClhmAiPnb-NhCJky2vQ64-hzHG5ilvVILQ/pub
ლინკი https://docs.google.com/document/d/e/2PACX-1vSVoKlkk-BtPZoE1iaSp1OrZTKzhlhKClhmAiPnb-NhCJky2vQ64-hzHG5ilvVILQ/pub
რეფლექსია
მასწავლებელი:თათია ლატარია
საგანი:ისტ
კლასი:V
თემა : ტექსტური რედაქტორი
Word
მიზანი:
·
გააცნობიერონ ტექსტური
რედაქტორის დანიშნულა, იმეტყველონ ისტ-ის შესაბამისი ტერმინოლოგიით;
·
განუვითარდეთ დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
ესგ-ს სტანდარტან
შესაბამისობა:
ის ტექნ. V. 1.
·
აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის
(მაგალითად, ტექსტური რედაქტორი) დანიშნულებასა და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს
მათ.
პრობლემა: საგნის სპეციფკიდან გამომდინარე მოსწავლეებთან შემექმნა პრობლემა.
კერძოდ, მათ არ მიაჩნიათ სახელმძღვანელოს წაკითხვა სავალდებულოდ, ვერ მეტყველებდნენ
შესაბამისი ტერმინოლოგიით. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა ისტ-ის რვეული,
იმისთვის, რომ მოსწავლეს დაემუშავებინა სახელმძღვანელო კლასში ნასწავლი მასალის გამეორებისა
და გამყარების მიზნით.
რესურსის გამოყენების შემდეგ: აღნიშნულმა რესურსმა აიძულა მოსწავლეები
წიგნი ხელში აეღო და ესწავლათ ისტ-ის ტერმინოლოგიები. გაეაზრებინათ ამა თუ იმ ბრძანების
დანიშნულება/ფუნქციები.
რესურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში განევითარებინა
ინდივიდუალური პასაუხისმგებლობის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად ფიქრისა და შიდაპიროვნული
უნარ-ჩვევები.
მიღებული ცოდნის გათვალისწინებით მოსწავლეეებმა
შეძლეს დავალების არა მარტო მაგალითების მიხედვით შესრულება (მაგ. კონტინეტები,
არამედ ინსტრუქციის მიხედვითაც (მაგ. დაწერე სიტყვა კონტინეტი, სიმბოლოები დააშორე
10 pt. ტექსტის ფონი Text Highlight color -ყვითელი, ტექსტის ფერი font color - წითელი).
ინსტრუქცია
რესურსის გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ იციან თუ არა მოსწავლეებმა
კოგნიტურ სქემებთან მუშაობა. საშინაო დავალების
მიცემამდე გააცანი დავალების შესრულების ინსტრუქცია.
აღნიშნული რვეული გამოიყენება ტექსტური რედაქტორი
Word-ის შესწავლის დროს. მოიცავს 8 გაკვეთილს.
ყოველი გაკვეთილის ახსნის შემდეგ მიეცით საკლასო ან საშინაო დავალების სახით.
მასში გამოყენებულია მრავალფეროვანი სახის დავალებები,
(მაგალითად, სქემები, დიაგრამები, ცხრილები, დავალება შესაბამისობის დამყარებაზე და
ა.შ) რათა მოსწავლეებისთვის ყოფილიყო საინტერესო და მიმზიდველი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
#13
რეფლექსია
რესურსის
სახელწოდება:
კომპიუტერთან ჯდომის წესები
მიზანი:
მოსწავლეებმა
დაიცვან კომპიუტერთან ჯდომის წესები
სტანდარტი: ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის
უსაფრთხოების ნორმებს;
რესურსის გამოიყენება მეხუთე და მეექვსე კლასებში.
მისი
გამოყენება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში შეხსენების მიზნით.
პოსტერში გამოყენებულია ვიზუალური მხარე,
ტექსტი განთავსებულია დაწყებითი კლასის მოსწავლის გასაგებ ენაზე, ყოველი საკვანძო
თემა გამოკვეთილადაა წარმოდგენი, რაც ხელს უწყობს პოსტერის აღქმადობას.
რესურსი შევქმენი იმისათვის,
რომ მოსწავლეებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ ციფრული მოწყობილობა, რათა მათ
ჯანმრთელობას არ შეექმნას პრობლემა არასწორი მოხმარების შედეგად. მოსწავლეებს
გამოუმუშავდეთ კომპიუტერთან მუშაობის უსაფრთხო ნორმების დაცვის უნარ-ჩვევები.
რესურსი დამეხმარა მოსწავლეებისათვის
დამენახებინა კომპიუტერთან მუშაობის არასწორმა მიდგომამ რა შედეგი შეიძლება
გამოიწვიოს.
ინსტრუქცია
რესურსი გამოვიყენე სასწავლო
წლის დასაწყისში.
მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
·
იციან თუ არა კომპიუტერთან
ჯდომის წესები?
·
რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა გამოყენებამ?
მათი ვარაუდები ჩამოვწერე
დაფაზე. შემდეგ განვიხილეთ პოსტერის თითოეული პუნქტი. ბოლოს კი შევადარე
მათ მიერ გაკვეთილის დასაწყისში გამოთქმულ ვარაუდებს, მოსწავლეებთან ერთად
გავცხრილე ჩამონათვალი და შევაჯამეთ.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მასწავლებელი:თათია ლატარია
საგანი:ისტ
კლასი:V
რესურსის სახელწოდება: OS
სხვადასხვა მდგომარეობა და
მათ შორის განსხვავება
მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ კომპიუტერის ჩართვა-გამორთვის
ფუნქციები და მათი დანიშნულება, რათა მათ შეძლონ
კომპიუტერის უსაფრთხოდ გამორთვა.
ესგ-ს სტანდარტან შესაბამისობა: ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს შესაბამისი
ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის
ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
იმისათვის,
რომ თემა საინტერესოდ წარმომეჩინა და გამომეკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელზედაც
მინდოდა მოსწავლეთა ყურადღება გამემახვილებინა. ინფორმაციის გადაცემასთან ერთად გამოვიყენე
ვიზუალური მასალა -პოსტერი აქტივობის ბართებით. ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის
შერწყმა მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრირებისა და შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. ამასთანავე
რესურსი მორგებულია მოსწავლეების საჭიროებებზე და მათთვის გასაგებ ენაზე. პოსტერზე
გამახვილებულია საკვანძო საკითხებზე.
აღნიშნული სასწავლო რესურსის გამოყენება შესასძლებელია
პირველ და მემეექვსე კლასებში.
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
რესურსი გამოიყენება ახალი მასალის ახსნის დროს:
პოსტერის ჩვენებამდე, მოსწავლეებს დაუსვი კითხვა - შეიძლება
თუ არა კომპიუტერის დენის წყაროდან გამორთვა?
პასუხების მიღების შემდეგ, მოსწავლეებს აჩვენე პოსტერი და განიხილე
მასზე მოთავსებული თითოეული პუნქტი ვრცლად, რომ დენის წყაროდან გამორთვამ შეიძლება
დააზიანოს კომპიუტერის კომპონენტები. მოსწავლეებს აუხსენი, რომ არსებობს კომპიუტერის უსაფრთხოდ გამორთვის
ან კომპიუტერის ელ. ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა
რეჟიმი, განიხილე თითოეული მათგანი. თეორიული მასალის მიწოდების შემდეგ, მიეცი მოსწავლეებს
აქტივობის ბარათები წყვილებში. როგორც მოგეხსენებათ ახალი მასალის ლექციური სახით მიწოდებისას შეიძლება ყველა ინფორმაცია ვერ დაიმახსოვროს
ერთმა მოსწავლემ, ამიტომაც სასურველია აქტივობის ბარათებზე მოსწავლეები ამუშაო წყვილებში, რათა ერთმანეთში
გაცვალონ კლასში მოსმენილი ინფორმაცია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
#11
რესურსის სახელწოდება: როგორ მოვძებნოთ
ეფექტურად ინფორმაციის ინტერნეტში
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ
ინტერნეტში ინფორმაციის ეფექტურად ძიება
კლასი: V
სტანდარტი: ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ
საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად
შერჩევა და გამოყენება;
რესურსი შევქმენი იმისათვის, რომ თეორიული მასალის
ახსნა მოსწავლეებისთვის არ ყოფილიყო მოსაწყენი. როდესაც პოსტერზე ტექსტი და ვიზუალური
მასალა განთავსებულია ინფორმაციის აღქმა, გაგება
და დამახსოვრება ადვილია.
პოსტერი სტრუქტურა და გაფორმება შეესაბამება დაწყებითი
კლასების მოსწავლეთა თავისებურებებს, რადგან მასში განთავსებულია სურათები, ტექსტები გამოყოფილია მარკერებით ყურადღების მისაქცევად.
ინსტრუქცია
წინარე ცოდნა: მოსწავლებმა იციან ინტერნეტ ბრაუზერთან
მუშაობის წესები.
რესურსი გამოიყენება ინტერნეტის შესწავლისას. აუხსენით
რა არის საძიებო სისტემა, რა განაპირობეებს საძიებო სისტემის სიძლიერესა და ხარისხს,
პოსტერზე აჩვენეთ ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემები, აუხსენით თუ როგორ მოძებნონ ინფორმაცია
სწრაფად ინტერნეტში საძიებო ოპერატორების დახმარებით,
დაუსახელეთ მეტა-საძიებო სისტემების ეფექტურობა.
რესურსის განხილვის შემდეგ, მოსწავლეებს სთხოვეთ
პოსტერის დახმარებით ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია.
პოსტერი გააკარით სასწავლო ოთახში, რათა მოსწავლეებმა
აქტიურად გამოიყენონ ინტერნეთტთან მუშაობის დროს.
სისტემურ ბლოკში მოტავსებული კომპონენტები და მათი ფუნქციები
მასწავლებელი:თათია ლატარია
საგანი:ისტ
კლასი:V
რესურსის სახელწოდება: სისიტემურ ბლოკში მოთავსებული კომპონენტები და მათი
ფუნქციები
რამ
განაპირობა რესურსის შექმნა?
მოსწავლეებისათვის გასაგები, აღქმადი და საინტერესო ყოფილიყო გაკვეთილი, გადავწყვიტე
შემათავაზებინა თეორიასთან ერთად ვიზუალური მასალაც.
მიზანი:
მოსწავლეებმა
შეძლონ ისაუბრონ სისტემური ბლოკში მოთვასებული კომპონენტების
დანიშნულებაზე (მაგ.; პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, დედა პლატა, კვების ბლოკი,
ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი, ოპტიკური დისკის ძრავი);
ესგ-ს სტანდარტან შესაბამისობა: ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø
ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და საუბრობს
მათ დანიშნულებაზე;
სასწავლო რესურსის შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ
თავისებურებებებთან: რესურსის შექმნისა გავითვალისწინე მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებები-
ვიზუალური მხარე; მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისა და თეორიული მასალის შესწავლის მიზნით გამოვიყენე ინტერაქტიული და შემსწავლელი
ტესტირების მეთოდი, რათა თეორიული მასალის შესწავლა მათთვის არ ყოფილიყო ერთფეროვანი
და მომაბეზრებელი.
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი: აღნიშნული სასწავლო
რესურსის გამოყენება შესასძლებელია მემეექვსე
კლასში. რესურსის სტრუქტურის/აგებულების გამოყენება შეუძლია სხვა საგნის მასწავლებელს თეორიული მასალის ახსნისას,
რადგან ამ რესურსში გამოყენებული მეთოდი - ინტერაქტიული და შემსწავლელი ტესტირება ყველა
საგნის მასწავლებელს გამოადგება საგაკვეთილო პროცესში.
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
რესურსი გამოიყენება ახალი მასალის ახსნის დროს:
1.
გახსენით
ფაილი და დააჭირეთ ბრძანება Slide Show-ს და სლაიდიდან სლაიდზე მაუსის მარცხენა ღილაკზე დაწკაპუნებით
გადადით.
2.
პირველ
რიგში მოსწავლეებს გააცანით სისტემურ ბლოკში
მოთავსებული კომპონენტები
3.
ყოველი
კომპონენტის ფუნქციის გაცნობის შემდეგ დაუსვი კითხვა მოსწავლეებს
4.
ბოლოს
კი მოსწავლეებს შემსწავლელი ტესტირება ჩაუტარეთ (პასუხზე დაწკაპუნებით სწორი პასუხის
შემთხვევაში გამოდის დიახ, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში არა).
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
#9
---------------------------------------------------------------------------------
#8
---------------------------------------------------------------------------------
#7
ბარათები
---------------------------------------------------------------------------------
#6
რესურსის
რეფლექსია
მიზანი: ეფექტიანად გამოიყენოს კლავიტურა და გაეცნოს კლავიშების
ფუნქციებს
ესგ სტანდარტი:ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების
განლაგებას და მათ ფუნქციებს;
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი: მისი გამოყენება შეიძლება მეექვსე
კლასში შეხსენების მიზნით ან მცირედი მოდიფიკაციის შემდგომ პირველ კლასში (მაგ. პირველი
კლასის მოსწავლეებისათვის ანბანურ-ციფრული
კლავიშების შესწავლა, ზოგიერთი სპეციალური კლავიშების: Enter, Backspaco, Delete; რეგისტრული კლავიშების:
Shift, Caps Lock; კურსოსრის მართვის კლავიშების- ოთხი ისარი, რომლებიც აჩვენებენ კურსორის გადაადგილებას).
რესურსი შევქმენი იმისათვის, რომ
მოსწავლებისათვის ახსნილი მასალა ყოფილიყო აღქმადი და გასაგები. სასწავლო პროცესი
უფრო სახალისო და საინტერესოა. იზრდება მოსწავლის მოტივაცია.
რესურსის გამოყენების შემდეგ მოსწავლეები
ეფექტიანად იყენებდნე კლავიატურას და გამოუმუშავდათ კლავიატურასთან მუშაობის
უნარ-ჩვევები.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
რესურსის გაცნობამდე მოსწავლეებ დავუსვი
კითხვები: რა იციან კლავიატურის შესახებ? კომპიუტერთან მუშაობის დროს კლავიატურის
რომელ კლავიშებს იყენებენ და რა ფუნქციით? შემდგომ გავაცანი რესურსი. ბოლოს შეჯამების მიზნით დავუსვი კითხვები:
როგორი მოწყობილობაა კლავიატურა? კლავიშების რამდენი ტიპი არსებობს (ჩამოთვალეთ)?
დაასახელეთ კლავიშების ფუნქციები?
რესურის შექმნისას გამოყენებული
ლიტერატურა:
#5
-------------------------------------------------------------
#4
-------------------------------------------------------------
#3
------------------------------------------------------------
#2
-------------------------------------------------------------
#1
------------------------------------------------------------
1. როგორ დავაყენოთ ფონტი.
2. როგორ მოვახდინოთ ტექსტის კონვერტირება AcadNusx-დან ASylfaen-ში.
3. როგორ გადმოვწეროთ www.youtube.com-დანვიდეო MP3 და MP4 ფორმატით.
4. როგორ შევცვალოთ სურათის ზომა ანუ პიქსელი
საპრეზენტაციო პროგრამა -Powerpoint
1. როგორ დავამატოთ სლაიდზე თარიღი ან დრო.
2. როგორ დავალაგოთ სლაიდები სურვილისამებრ. მაგალითად, შემდეგი თანმიმდევრობით 2,4,1,3 .
3. Set up-პრეზენტაციის ჩვენების რეჟიმის მომართვა.
4. მენიუ Monitors - ეკრანისპარამეტრები
5. ActionsBottons ღილაკები
წარმატებები!
ReplyDeleteგმადლობთ
Deleteმომწონს. მთავარია მოძრაობა, არ შეჩერდე.
ReplyDeleteგმადლობთ
Deleteსაინტერესო მასალებია
ReplyDelete