,,რეალური ევროკავშირი"
თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“ განახორციელა პროექტი ,,რეალური ევროკავშირი“. ამ პროექტის მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება, დამახინჯებული აზრების გაქარწყლება, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება/პოპულარიზაცია, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარების გამომუშავება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, ჩაწერეს ინტერვიუ კომპენტენტურ ადამიანებთან, დაამზადეს და გაავრცელეს სინფორმაციო ბუკლეტები, მოიფიქრეს სლოგანი, ლოგო და პროექტის ბოლოს პრეზენტაციით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
დედაენის დღე
თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,საღი აზრი“ ინიციატივით და ქართული ენის მასწავლებლების ხელშეწყობით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია-,,დაიცავი დედა ენა! არა ბარბარიზმს!“
ამ აქციის მიზანი იყო ქართული ენის თვითმყოფადობის დაცვა და გაფრთხილება.
აქციის ფარგლებში სკოლის წინ მოიხატა ასფალტი, კლუბის ლიდერმა მეგი გაგუამ გააკეთა პრეზენტაცია ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. კლუბის წევრებმა მოუწოდეს სკოლის მოსწავლეებს ხელზე დაეწერათ სწორი და არასწორი სიტყვები და ამით უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატათ ბარბარიზმის მიმართ.
თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,საღი აზრი“ ინიციატივით და ქართული ენის მასწავლებლების ხელშეწყობით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია-,,დაიცავი დედა ენა! არა ბარბარიზმს!“
ამ აქციის მიზანი იყო ქართული ენის თვითმყოფადობის დაცვა და გაფრთხილება.
აქციის ფარგლებში სკოლის წინ მოიხატა ასფალტი, კლუბის ლიდერმა მეგი გაგუამ გააკეთა პრეზენტაცია ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. კლუბის წევრებმა მოუწოდეს სკოლის მოსწავლეებს ხელზე დაეწერათ სწორი და არასწორი სიტყვები და ამით უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატათ ბარბარიზმის მიმართ.
წიგნის საერთაშორისო დღე
თორისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,საღი აზრი“ ინიციატივით და ქართული ენის მასწავლებელების ხელშეწყობით აღინიშნა წიგნის საერთაშორისო დღე.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატი სახელწოდებით ,,რატომ უნდა წაიკითხო წიგნი“ და გააცნეს II-VI კლასის მოსწავლეებს. შემდგომ მოსწავლეებმა ბიბლიოთეკიდან გამოიტანეს მათთვის სასურველი წიგნები და პრეზენტაციით წარდგნენ კლასის წინაშე.
ამ ღონისძიების მიზანი იყო წიგნის პოპულარიზაცია კომპიუტერის ჰეგემონიის საუკუნეში და ტექსტის სწრაფი-დიფერენცირებული კითხვის გამომუშავება მოსწავლეებში.
დედამიწის დღე
თორსის საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბმა ,,საღი აზრი“ ჩაატარა აქცია ,,გახსოვდეთ, დედამიწა ჩვენი სახლია!“
ღონიძიების ფარგლებში კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, დაამზადეს პლაკატები, სიმბოლურად დარგეს ერთი ძირი ხე, მოაწყვეს აქცია და ამით თავისი ხმა შეუერთეს მსოფლიოს, რომელიც წელს 45-ედ აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო დღეს.
მსოფლიო ჯანდაცვის დღე
სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“ მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით განახორციელა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია სკოლასა და თემში.
ამ კამპანიის მიზანი იყო დღის ჯანსაღი რეჟიმის იდეის პოპულარიზაცია საკუთარ დასახლებაში.
საინფორმაციო კამპანიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა ინტერვიუ ჩამოართვეს ბიოლოგიის მასწავლებელს იზოლდა გვაგვალიას და თორსის თემის უბნის ექიმს მზია ლემონჯარიას საკვანძო კითხვით, როგორ ვიკვებოთ სწორად. მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, სახელმძღვანელოში. შემდეგ კლუბის წევრება განიხილეს მოცემული ინფორმაცია და ამის საფუძველზე შექმნეს ბუკლეტი.
ბუკლეტები დაარიგეს თორსის თემში და ბოლოს გამართეს მარათონი ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.
ვიდეორგოლი-,,არა ნარკოტიკს!"
„მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“
31 მაისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სასკოლო ქსელების პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაში- „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ მონაწილეობა მიიღო თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“.
ჩატარდა სხცავადსხვა აქტივობები:
11:00 საათი-მარათონი;
12:00 საათი- გამოფენა აქცია;
13:00 საათი-სპორტული შეჯიბრება-"ეთამაშე მასწავლებელს";
ამ აქციის მიზანი იყო მოზარდებმა გააცნობიერონ თამბაქოს, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების ზემოქმედების შედეგი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სასკოლო ქსელის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი ,,მზერა მომავლისკენ"
თორსის საჯარო სკოლაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,ნარკომანია” ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე- ნარკომანია დანაშაულია, ცოდვაა თუ ავადმყოფობა?.
ღონისძიების ბოლოს გამოყენებულ იქნა სოციალური და ემოციური უნარების სწავლების მეთოდი. რატომ არის სოციალური უნარები მნიშვნელოვანი? ადამიანი, რომელიც რთული პრობელემების წინაშე დგას, არ არის პიროვნულად განვითარებული და აქვს დაბალი თვითშეფასების უნარი, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი ნარკომანად ჩამნოყალიბებისა.
ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარება და ამისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება ეხმარება მოსწავლეებს:
· ამოიცნონ და მართონ თავიანთი ემოციები
· გადაჭრან კონფლიქტები უფრო ადვილად და ნაკლებ აგრესიულად
· შეამცირონ შესაძლო დანაშაულის ჩადენისა და ძალადობის რისკები
· მართონ ცხოვრებაში არსებული სტრესი
· ბრაზის მართვა და ა.შ
ისტორიის კვირეული-თამარის ეპოქა
თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“ ჩაატარა სემინარი- ,,ვარდობისთვე“(თამარ მეფის ეპოქა), სადაც მოწვეულ იყვნენ თორისი საჯარო სკოლისVII-XII კლასის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე დაისვა ინტერაქტიური შეკითხვები და ბოლოს მოეწყო შეჯიბრი- თამარ მეფის ეპოქის სახელმწიფო სიმბოლიკების დახატვა.
ღონისძიების სლოგანი იყო ილიას სიტყვები-,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო მომავლისა. ხალხი... რომელმაც არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდან მოდის და სად მიდის, ბევრად არ გამოირჩევა პირუტყვისგან“.
No comments:
Post a Comment