გაკვეთილის გეგმები


2022-2023 სასწავლო წელი

გაკვეთილის გეგმა  

მასწავლებლის სახელი, გვარი: თათია ლატარია

საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/V

მოსწავლეთა რაოდენობა: 10

გაკვეთილის თემა: ვიზუალური პროგრამირება - ქოდორგი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ალგორითმული და ლოგიკური აზროვნება;

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

სასწავლო თემა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს, რასაც ადასტურებს თემატური გეგმა.

კომპ.ტექ.დაწყ.3. ალგორითმის დანიშნულების გააზრება და ალგორითმის დამოუკიდებლად შემუშავება; პროგრამირების ელემენტების  მიზნობრივად გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების შექმნა.


N

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)

1

 

აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები.

მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა (დანართი N1)

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებადობას, გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.

აქტივობის მიზანია: კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესისათვის

ვერბალური ახსნა,

დემონსტრირების მეთოდი

საერთო საკლასო

ფლიფჩარტზე

დაწერილი

გაკვეთილის თემა, ,

მიზანი და

შეფასების

კრიტერიუმები;

თვალსაჩინოდ

გამოსაკრავად.

 

თვალსაჩინოდ

გამოტანა

ემსახურება

მოსწავლეთა

მობილიზებას

მთელი

გაკვეთილის

განმავლობაში;

 

3 წთ

2

აქტივობა 2. თამაშობანა

(თამაშის სქემა იხილეთ დანართის სახით)

მასწავლებელი სათამაშო სცენას ხატავს წინასწარ იატაკზე. 

მასწავლებელი კითხულობს ინსტრუქცია, ხოლო მოსწავლეები ახდენენე ბრძანებების შესაბამის მოქმედებებს.

პირველი მოსწავლე:

წინ გადადგი ერთი ნაბიჯი

შემობრუნდი მარჯვნივ

წინ გადადგი ერთი ნაბიჯი

შემობრუნდი მარცხნივ

წინ გადადგი ორი ნაბიჯი

შემობრუნდი მარცხნივ

წინ გადადგი ერთი ნაბიჯი

შემობრუნდი მარჯვნივ

წინ გადადგი სამი ნაბიჯი

მეორე მოსწავლე:

წინ გადადგი ერთი ნაბიჯი

შემობრუნდი მარცხნივ

წინ გადადგი ერთი ნაბიჯი

შემობრუნდი მარჯვნივ

წინ გადადგი ორი ნაბიჯი

შემობრუნდი მარცხნივ

წინ გადადგი ერთი ნაბიჯი

  შემდეგ მასწავლებელი დასვამს კითხვას: რატომ მივიდა პირველ შემთხვევაში საჩუქრამდე და რატომ ვერ მივიდა მეორე შემთხვევაში?

 

აქტივობის მიზანი: მომდევნო აქტივობა კარგად გაიაზრონ მოსწავლეებმა

სწავლა-კეთებით

საერთო საკლასო

ინდივიდუალურად

 

10 წთ

4

 

 

 

აქტივობა 4. ახალი მასალის ახსნა აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის

 რა არის პროგრამირება?!

   პროგრამირება არის კომპიუტერის ენა, რომლითაც ვუსხნით კომპიუტერს თუ რა მოქმედება გააკეთოს. ეს საშუალება მოიცავს ინსტრუქციების ნაკრებას ანუ ალგორითმებს, რომელიც დაწერილია კოდებით/ბრძანებებით.

რა არის ალგორითმული მოქმედებები?!

  ალგორითმი არის წინასწარ შედგენილი თანმიმდევრული ინსტრუქციების ნაკრები,  რომლის მიხედვითაც, ხშირად კომპიუტერი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ასრულებს დავალებას.

  მოდით ერთად განვიხილოთ, როგორია ოთახის დალაგების ალგორითმი.

 შენს პატარა დას სთხოვ, დაალაგოს ოთახი და აძლევ ინსტრუქციებს.

სავარაუდო ბრძანებებია:

მიდი სათამაშოსთან

ჩადე სათამაშო ყუთში

აიღე სათამაშო

  დაალაგეთ თანმიმდევრულად ბრძანებები, რათა სწორად შესრულდეს მოქმედებები.

რა არის ვიზუალური პროგრამირება?!

ვიზუალური პროგრამირება არის ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირება

 

ჩვეულებრივი პროგრამირებისგან განსხვავებით, რომელიც იწერება ტექსტური სინტაქსტით.

მაგ.

 

 

 

 

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის როგორ შევიდნენ ქოდორგზე; როგორ მოძებნონ სასურველი კურსი; აცნობს ქოდორგის სამუშაო სივრცეს და  ბლოკების გამოყენებით კოდის წერას.

აქტივობის მიზანია:  ცოდნის გაღრმავება

 

 

ლექცია

დემონსტრირების მეთოდი

 

 

 

საერთო საკლასო

 

კომპიუტერი, ინტერნეტი

 

 

10 წთ

5

 

 

 

 აქტივობა 5. საკლასო დავალება

  მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ დავალებებს https://studio.code.org/s/course2/lessons/3/levels/2

მეორედან მეცხრეს ჩათლით

 

აქტივობის მიზანია:ახალი მასალის განმტკიცება

 

სწავლა-კეთებით

 

ინდივიდუალურად

 

 

 

 

 კომპიუტერი

ინტერნეტი

 

10 წთ

7

აქტივობა 7. მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბილეთებს

1.      რა ვისწავლეთ?

2.      რომელი აქტივობა არ მომეწონა?

3.      რომელი აქტივობა მომეწონა?

4.      რისი გაკეთება გამიჭირდა?

5.      რა კითხვები გამიჩდა ამ თემასთან დაკავშირებით?

 

 შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს. მოსწავლეებს შეაფასებს  შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი1)

გასასვლელი ბილეთები

 

ინდივიდუალური

შეფასების რუბრიკა

(რესურსის გამოყენების  მიზანი: შეფასების საშუალება)

 

12








გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეემ იცის რა არის პროგრამირება, ალგორითმული მოქმედებები და შეუძლია ქოდორგზე დაწეროს მარტივი კოდი.

შეფასება: განმავითარებელი

 




 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

2021-2022 სასწავლო წელი


მასწავლებლის სახელი, გვარი: თათია ლატარია

საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/IV

მოსწავლეთა რაოდენობა: 10

გაკვეთილის თემა: ელექტრული წრედი

გაკვეთილის მიზანი: მარტივი ელექტრო მოწყობილობის (მაგ., ვენტილატორი) გამართვა. გაიაზრონს ელექტრული წრედის მნიშვნელობა.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

სასწავლო თემა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს, რასაც ადასტურებს თემატური გეგმა.

კომპ.ტექ.დაწყ.2. კომპიუტერის  ფუნქციონირების  პრინციპები და მისი ნაწილების დანიშნულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე შეძლებს მარტივი ელექტრული მოწყობილობის გამართვას;

 

N

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)

1

 

  აქტივობა 1.     საორგანიზაციო   საკითხები.

  მოსწავლეთათვის     გაკვეთილის თემის,   მიზნისა და  შეფასების  რუბრიკის გაცნობა (დანართი N1)

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებადობას, გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.

აქტივობის მიზანია: კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესისათვის

ვერბალური ახსნა,

დემონსტრირების მეთოდი

საერთო საკლასო

ფლიფჩარტზე

დაწერილი

გაკვეთილის თემა, ,

მიზანი და

შეფასების

კრიტერიუმები;

თვალსაჩინოდ

გამოსაკრავად.

 

თვალსაჩინოდ

გამოტანა

ემსახურება

მოსწავლეთა

მობილიზებას

მთელი

გაკვეთილის

განმავლობაში;

 

2 წთ

2

წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვებით

1.    რა არის რობოტი?

2.    ვინ არის პროგრამისტი

 

კითხვები

საერთო საკლასო

პროექტორი,

კომპიუტერი, საპრეზენტაო ფაილი

3წთ

3

აქტივობა 2. გონებრივი იერიში

აქტივობის აღწერა:

1.    რა არის ელექტრული წრედი?

განხილვის შემდეგ განვმარტავ მნიშვნელობას:  

ელექტრულ წრედს უწოდებენ გზას, რომელიც გადის ელექტრონები დენის წყაროდან მექანიზმისკენ და უკან. დენის წყროს აქვს გამოსასვლელი კონტაქტი (აღინიშნება „-“ ნიშნით) საიდანაც ელექტრონები იწყებენ მოძარობას და შემავალი კონტაქტი (აღინიშნება „+“ ნიშნით), საიდანაც უკან ბრუნდებიან.

 

აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა გაიაზრონ რა არის ელექტრული წრედი

კითხვა-განმარტებით

საერთო საკლასო

პროექტორი,

კომპიუტერი, საპრეზენტაო ფაილი

3წთ

4

 

 

 

აქტივობა 4. ახალი მასალის ახსნა აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის რომ ადამიანები თავიანთ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ელექტრულ მოწყობილობებს, მათ შორის კომპიუტერებს, აქტიურად იყენებენ.

ვინაიდან ეს მოწყობილობები ელექტრონულია, მათი მუშაობა ელექტრო ენერგიის საშუალებით ხდება.

ნებისმიერი ელექტრული მოწყობილობის მთავარი შემადგენელი ნაწილია ელექტრული წრედი.

მოდით, დღეს ჩვენ შევქმნათ მარტივი ელექტრული მოწყობილობა ,,ვინტილატორი“. მანამდე კი,  მინდა გაგაცნოთ  მისი კომპონენტები:

მცირე DC ძრავი. ის მიღებულ ელექტრულ ენერგიას გადარდაქმნის მექანიკურ ბრუნად.

ბატარეა- მუდმივი ელექტრული დენის წყაროა. მას აქვს გამოსასვლელი კონტაქტი, რომელიც აღენიშნება ,,-“ ნიშნით, ხოლო შემავალი ,,+“ .

პროპელერი- რამდენიმე ფრთიანი მოწყობილობა, რომლის სწრაფი ბრუნვით მივიღებთ ჰაერის ნაკადს.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს როგორ ააწყონ ვინტილატორი და თან ეუბნება, რომ კომპიუტერი ვინტილატორს ანუ ქულერს იყენებს გაგრილებისთვის, რათა მუშაობისგან არ გადახურდეს კომპიუტერის ნაწილები.

აქტივობის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი ელექტრული მოწყობილობის შექმნა.

 

 

ლექცია

დემონსტრირების მეთოდი

 

 

 

საერთო საკლასო

 

პლასმასი ბოთლი, ძრავი, ბატარეა, პროპელერი, კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო ფაილი.

 

 

8 წთ

5

 

 

 

 აქტივობა 5. შეჯიბრი ვინ უფრო სწრაფად ააწყობს მოწყობილობას

  მასწავლებელი მოსწავლეებს დაყოფს ორ ჯგუფებად, უკითხავს ინსტრუქციას, რათა მოსწავლეებმა ააწყონ მარტივი ელექტრული მოწყობილობა .

აქტივობის მიზანია: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ   ორგანიზების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

 

სწავლა-კეთებით

 

 

 

 

ჯგუფებში მუშაობა

 

 

 

 

 პლასმასი ბოთლი, ძრავი, ბატარეა, პროპელერი

(რესურსის გამოყენების  მიზანი:  ცოდნის გაღრმავება, უნარ-ჩვევების გამდიდრება,თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთ დაუფლება)

 

5 წთ

6

აქტივობა 6. შეფასება/შეჯამება

მასწავლებელი მოსწავლეებს კითხავს რა მოეწონათ, რა არმოეწონათ და რა ისწავლეს. შემდეგ რამოდენიმე მოსწავლეებს სთხოვს შეაფასონ საკუთარი  თავი.

 

 

 

ინდივიდ/

შერჩევით

 

შეფასების რუბრიკები,

 

5 წთ

 



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეები შეძლებენ მარტივი ელექტრული მოწყობილობის შექმნას

შეფასება: განმავითარებელი

 

 

 





 




 

------------------------------------------------------------------------------------------
2020-2021

გამჭოლ კომპენტეციაეზე ორიენტირებული გაკვეთილი
კლასი: V                                                                                                                   საგანი:ისტ
მოსწავლის რაოდენობა: 8                                            გაკვეთილის თემა: საბავშვო ჟურნალი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი საკითხების მიხედვით შექმნან ახალი პროდუქტი - ,,საბავშვო ჟურნალი“.
კავშირი ესგ: მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
Ø  აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø  აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი,) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას .
Ø  მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზება
სასწავლო რესურსი
დრო
(წთ)
წინარე ცოდნის შემოწმება
·         როგორ ჩავსვათ დოკუმენტში  სურათები, ცხრილები, ფიგურები?
·         როგორ შევურჩიოთ გვერდს ფონი?
·         დაასახელეთ wordart ბრძანების დანიშნულება და ფუნქცია
·         დაასახელეთ Text Box დანიშნულება და ფუნქცია
·         როგორ დავაფორმატოთ
ტექსტი




კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

5 წთ
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების ფორმის/კრიტერიუმების  გაცნობა –  გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასებას.
დემოსნტრირება
მთელი კლასი
პროექტორი,
კომპიუტერი,
დანართი #1
5 წთ
საბავშვო ჟურნალზე მუშაობა- მოსწავლეებს დავურიგებ მათ მიერ თაბახის ფურცელზე შემუშავებული დავალებებს (კოსვორდები, თავსატეხები, ანდაზები, ლექსები, ჟურნალის გარეკანი), რომელიც წინა გაკვეთილზე ქონდათ საშინაო დავალებად (საშინაო დავალების ინსტრუქცია: ფურცელზე გააკეთეთ მონახაზი, თუ როგორი საბავშვო ჟურნალის შექმნა გსურთ, შეგიძლიათ გააკეთოთ კროსვორდები, თავსატეხები, განათავსოთ ანდაზები და ლექსები, გააფორმოთ ჟურნალის გარეკანი და ა.შ.
    დავალებები გაინაწილეთ თქვენ სურვილის მიხედვით და  შეათანხმეთ ერთმანეთან).
 მივცემ სიტყვიერ და ამობეჭდილ ისტრუქციას: შეიყვანეთ თქვენს მიერ შემუშავებული დავალებები ვორდში, გააფორმეთ შესაბამისი სურათებით, რომელიც  შეგიძლიათ აირჩიოთ საქაღალდე სახელწოდებით- ,,სურათების ბაზა“-ში (სურათები წინასწარ დავამუშავე მათი შესრულებული დავალებების მიხედვით და დავამატე სხვა სურათებიც, რათა შევძლო გავიგო მოსწავლეს შეუძლია თუ არა ადეკვატურად შეურჩიოს სურათები მათ მიერ შესრულებული თემის შესაბამისად), ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერპრეტაციით გააფორმოთ ტექსტები, ფურცელს შეურჩიოთ დიზაინი და ა.შ.
სწავლა-კეთებით
ინდივიდუალურად
საშინაო დავალება, ინსტრუქცია #2, საქაღალდე - ,,სურათების ბაზა“
კომპიუტერი
23 წთ
პრეზენტაცია: მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს
დემონსტრირება/შეფასება
ინდივიდუალურად
კომპიუტერი,
მოსწავლეთა ნამუშევრები,
საბავშვო ჟურნალის შეფასების კრიტერიუმები დანართი #3
12 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ ნასწავლი საკითხების მიხედვით შექმნან ახალი პროდუქტი .
განმსაზღვრელი შეფასება






დანართი #1
თემა: საბავშვო ჟურნალი
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი საკითხების მიხედვით შექმნან ახალი პროდუქტი - ,,საბავშვო ჟურნალი“.

მოსწავლეთა შეფასების კრიკეტიუმები
კრიტერიუმები
შეფასება
აქტიურად არის ჩართული გაკვეთილზე
იცავს დროის ლიმიტს
აქვს ორიგინალური ხედვა
ასრულებს დავალებას

აკეთებს პრეზენტაციას
შეუძლია შეაფასოს გაკვეთილი

ინსტრუქცია#2

  შეიყვანეთ თქვენს მიერ შემუშავებული დავალებები ვორდში, გააფორმეთ შესაბამისი სურათებით, რომელიც  შეგიძლიათ აირჩიოთ საქაღალდე სახელწოდებით- ,,სურათების ბაზა“-ში. ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერპრეტაციით გააფორმოთ ტექსტები, ჟურნალის გვერდს შეურჩიოთ სასურველი დიზაინი და შეინახეთ დოკუმენტი თქვენი სახელით და გვარით.

 




დანართი #3                                         
 საბავშვო ჟურნალის  შეფასება
კრიტერიუმი
შეფასება (3 ბალიანი შეფასება)
1
2
3
შინაარსი შეესაბამება საბავშვო თემატიკას

დიზაინი თემის შესაბამისად არის შერჩეული

პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (მკაფიოდ მეტყველებს, გასაგებად გადმოსცემს სათქმელს, იცავს დროის ლიმიტს)

გამოყენებული ბრძანებები ადეკვატურია თემის შინაარსთან


1 - დაბალი შეფასება
2- საშუალო შეფასება
3- მაღალი შეფასება

მოსწავლეების ნამუშევრები

 









ურთიერთშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
ქულა
შედეგი
შენიშვნა
სწორად არის შერჩეული ფიგურა
1


სწორად არის ფერი შერჩეული
1


სწორად არის განლაგებული ფიგურები
1


გაერთიანებულია ფიგურები
1



მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

მოსწავლის სახელი/გვარი

კრიტერიუმი
დიახ/არა/ნაწილობრივ
შენიშვნა
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული გაკვეთილზე


შესრულებული დავალება პასუხობს მოთხოვნებს


მასწავლებელს უსმენს ყურადრებით


ურთიერთშეფასებისას არის ობიექტური ანუ მიუკერძოებელი. 


მოსწავლის მიერ გაკვეთილის შეფასება
სახელი და გვარი ------------------------------------------------                     კლასი -------------------------------------------------------------
გაკვეთილის თემა -----------------------------------------------                     თარიღი-----------------------------------------------------------
უპასუხე შეკითხვებს: რა ისწავლეთ, რაში გამოიყენებთ ნასწავლ მასალას, რასაც გააკრიტიკებდი ან შეცვლიდით გაკვეთილზე, რაზეც მეტი გინდა  გაიგოთ.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


No comments:

Post a Comment